"გოგონა გარეუბნიდან"
Page 1 of 1
მოგწონთ ახალი სეზონი?
"გოგონა გარეუბნიდან"
ეთერშია ყოველ პარასკევს 22:00 საათზე
"ღამის შოუს სტუდიის" ახალი პროექტი "გოგონა გარეუბნიდან" ამერიკული სერიალის "Ugly Betty"-ს ანალოგია. ეს არის დრამადის ტიპის სერიალი, რომელიც კომედიისა და დრამის ნაზავია და ეფუძნება 1999 წელს კოლუმბიაში გადაღებულ სერიალს "Yo Soy Betty, La Fea". ეს ორიგინალური ტელენოველა მრავალ ენაზე ითარგმნა. 2010 წლის მონაცემებით პროექტის ახლებური ვერსიები ჩვიდმეტ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნეს. 2010 წლის 24 მაისს ჩამონათვალს ქართული "ღამის შოუს სტუდიაც" შეემატა. სერიალში მოქმედება ვითარდება სამაუწყებლო ტელევიზია "ტევე თერთმეტის" ოფისში, სადაც გარეუბანში მცხოვრები გოგონა თამუნა ჭელიძე იწყებს მუშაობას. თამუნა არჩილ წილოსანის მიერ ყველასათვის მოულოდნელად დანიშნული დირექტორის, ნიკა კეკელიძის, ახალი ასისტენტი ხდება. ნიკას დირექტორობა ბევრს არ ეხატება გულზე, განსაკუთრებით კი ლალი ჩიქოვანს, რომელსაც ნიკას გამოჩენამდე წინასწარ ულოცავდნენ დირექტორობას. ნიკასა და ლალის ბრძოლა ძალაუფლებისათვის, გამოუცდელი და მეამიტი თამუნა ჭელიძის მოღვაწეობა ტელევიზიაში, მოულოდნელი ინტრიგები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც "იმედის" მაყურებელს ელის წინ.
Page 1 of 1
Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum